სომხეთის ადამიანთა უფლებათა დამცველმა: არმან თათოიანმა საერთაშორისო საზოგადოებას და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს ნაბიჯების გადადგმისა და ძალისხმევის გამოჩენისკენ მოუწოდებს, აზერბაიჯანის სამხედრო აგრესიის და მთიანი ყარაბაღის მშვიდობიანი მოსახლეობის მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ გამოჩენილი ძალადობის თავიდან აცილების მიზნით.
”დილიდან, აზერბაიჯანმა ყარაბაღის გასწვრივ არარეგულარული საჰაერო და საარტილერიო შეტევები დაიწყო მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ. ბევრი სოფელი, ქალაქი და დედაქალაქი სტეპანაკერტი იბომბება. ეს უკიდურესად შემაშფოთებელი ამბავი ოფიციალურად დაადასტურეს არცახის თავდაცვის სამინისტრომ და ადამიანის უფლებათა დამცველმა.
ფართომასშტაბიანი დარღვევები და სამოქალაქო მოსახლეობის დაშავება. ბავშვების, ქალების და მთიანი ყარაბაღის მთელი მოსახლეობის ჯანმრთელობა რეალურ საფრთხეშია”, – აღნიშნა თათოიანმა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021