17 ივლისის ღამის განმავლობაში აზერბაიჯანულმა მხარემ სომხეთის რესპუბლიკის მთელი საზღვრის გასწვრივ დაახლოებით 120 გასროლა განახორციელა. სროლა მსხვილი კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღის და არტილერიის გამოყენებით ხორციელდებოდა. ამის შესახებ იჯევანის ერთობლივი საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორმა არწრუნ ჰოვჰანისიანმა განაცხადა.
”სროლები განხორციელდა არა მარტო ტავუშის მიმართულებით, არამედ გეღარქუნიქისა და ნახიჩევანის სამხედრო კორპუსების მიმართულებით.” – განაცხადა ჰოვჰანისიანმა.
მან აღნიშნა, რომ დაჭრილების მხრივ ვითარება არ შეცვლილა, ერთი დაჭრილის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმე, მაგრამ სტაბილურია.
„გასული ღამის განმავლობაში საინტერესო მოვლენები განვითარდა. სხვადასხვა სატელეფონო ნომრებზე, ლათინური შრიფტით აკრეფილი ყალბი შეტყობინებები შემოვიდა, მსხვერპლისა და სისხლის აუცილებლობის შესახებ. მე უკვე აღვნიშნე, რომ ეს არის ყალბი ამბები, არ დაიჯეროთ“, – განაცხადა არწრუნ ჰოვჰანისიანმა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021