აზერბაიჯანს ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყავს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ჯეიჰუნ ბაირამოვის აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა, იტყობინება AzerTac.

ალიევის კიდევ ერთი განკარგულებით, ჯეიჰუნ ბაირამოვი განათლების მინისტრის თანამდებობიდან განთავისუფლდა.