სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა ტავუშის რეგიონის მიმართულებით აზერბაიჯანის მიერ საომარი მოქმედებების განახლების შესახებ.
„16 ივლისს, დილით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა განაახლეს ოპერაციები სომხეთის სახელმწიფო საზღვრის მიმართულებით – ტავუშის რაიონის მოვსეს-აიგეპარის სოფლების მიდამოებში, რასაც თან სდევდა ყუმბარმტყორცნებიდან ცეცხლის გახსნა. სომხეთის შეიარაღებული ძალების შესაბამისი რეაგირების შემდეგ, აზერბაიჯანის ძალებმა დანაკარგით უკან დაიხიეს. აზერბაიჯანის სამხედრო დანაყოფებმა აიგეპარიდან სოფელ მოვსესის სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და მოსახლეობის მიმართულებით გადაინაცვლეს“, – აღნიშნულია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
განცხადებაში სომხეთის საქარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ „ ეს აგრესიული ქმედება განხორციელდა საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ ადრინდელი შეთანხმების დარღვევით და საზღვარზე შედარებით სიმშვიდის დამყარების შესახებ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მიერ 15 ივლისის განცხადების შემდეგ“.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021