სომხურ მხარეს ორი მსხვერპლი ჰყავს – სომხეთის თავდაცვის სამინისტრო

სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მოწინააღმდეგე მხარის სროლის შედეგად სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედროები – მაიორი გარუშ ჰამბარძუმიანი და კაპიტანი სოს ელბაკიანი დაიღუპნენ. ამ ცნობას თავის ფეისბუკის გვერდზე სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი შუშან სტეფანიანი აქვეყნებს.

„თავდაცვის სამინისტრო იზიარებს დაღუპულთა ოჯახის მწუხარებას და მხარდაჭერას უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს და კოლეგებს“, – წერს სტეფანიანი.