აზერბაიჯანული მხარე საზღვარზე არსებულ ვითარებას რეგულარულად ძაბავს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის მინისტრის სპიკერი შუშან სტეფანიანი ავრცელებს.
„აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სოფელ ჩინარის მიმართულებით 82 მმ კალიბრის ყუმბარმტყორცნიდან შვიდჯერ გაისროლეს, მოგვიანებით კი 120 მმ კალიბრის ყუმბარმტყორცნიდან – სამჯერ“, – წერს სტეფანიანი და აღნიშნავს, რომ ერთი ყუმბარა სახლს მოხვდა, ორი კი ეზოში დავარდა.
სომხეთის შეიარაღებული ძალები ვითარებას აკონტროლებენ. სომხურ მხარეს დანაკარგი არ აქვს.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021