კუხო– მ საგანგებო სხდომა მოიწვია: განიხილება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ვითარება

კუხო–მ საგანგებო სხდომა მოიწვია: განიხილება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ვითარება.

ოფიციალურ ბაქოსა და ერევანს შორის დაძაბულობის გაზრდის საკითხის განსახილველად კუხო-ს გენერალური მდივნის – სტანისლავ ზასის ინიციატივით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ საგანგებო სხდომა მოიწვია. ინფორმაციას კუხო–ს პრესსამსახური ავრცელებს.

”12 ივლისს, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარების დაძაბვასთან დაკავშირებით და ტავუშის მიმართულებით საომარი მოქმედებების გამო, კუხო-ს გენერალურმა მდივანმა სტანისლავ ზასმა ორგანიზაციის მუდმივი საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანს სატელეფონო საუბარი ჰქონდა კუხო–ს გენერალურ მდივანთან სტანისლავ ზასთან.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები გრძელდება