სომხეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 415 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 10 ადამიანი გარდაიცვალა

სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 415 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 25 542-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს კიდევ 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რიცხვი 443 – მდე გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებული 14 048 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 10 904 ადამიანს კი ამჟამად მკურნალობა უტარდება.

interpressnews.ge