სომხეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ვიცეპრეზიდენტი, ლენა ნაზარიანი საქართველოს მადლობას უხდის. ამის შესახებ ნაზარიანი თავის ფეისბუკის გვერდზე წერს:
„ძვირფასო ქართველო კოლეგებო, როგორც სომხეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, მადლობას გიხდით თქვენ და ქართველ ხალხს, სომხეთისთვის ასეთ რთულ დროს მხარდაჭერისა და დახმარების გაწევისთვის.
ჩვენმა ხალხებმა ერთობლივად გადალახეს ათასწლეულების გამოწვევები და დარწმუნებული ვარ, რომ ერთად აღვნიშნავთ გამარჯვებას ამ უხილავი მტრის, კორონავირუსის წინააღმდეგ”.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021