9 მაისი სომხეთისთვის განსაკუთრებული დღეა. ამ დღეს ერთდროულად აღინიშნება 1945 წელს დიდ სამამულო ომში გამარჯვება, შუშის განთავისუფლება და არცახის ჯარის დაარსება.
სამამულო ომში სხვადასხვა ფრონტზე 600 000 სომეხი იბრძოდა. ამ მასშტაბურ ომში სომხებს 4 მარშალი ჰყავდათ: ბაღრამიანი, ბაბაჯანიანი, ხუდიკოვი(ხამფერიანცი), აღანოვი და ისაკოვი. 70 000 სომეხი მედლებით დააჯილდოეს, 104-მა მეომარმა საბჭოთა კავშირის გმირის ტიტული, ხოლო 27-მა რიგითმა ჯარისკაცმა დიდების ორდენი მიიღო.
1980-იანების ბოლოს და 90-იანი წლების დასაწყისში სომხეთს მეზობელმა აზერბაიჯანმა ტერიტორიისთვის ომი გამოუცხადა. ამას დაემატა 1988 წლის სპიტაკის დამანგრეველი მიწისძვრის შედეგები, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეკონომიკური კრიზისი.
1992 წლის 8 მაისს არცახის ბრძოლაში მთიანი ყარაბაღის ციხე-ქალაქ შუშის განთავისუფლება სომხების პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021