სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 1339 შეადგინა. ბოლო 24 საათის განმავლობაში 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო კიდევ 35 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის სომხეთში სულ 580 გამოჯანმრთელებულია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 737 პირი რჩება. გარდაცვლილთა რიცხვი კი 22-ს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ სომხეთში კორონავირუსის 13373 ტესტია ჩაბარებული, რომელთაგან 1339 დადასტურებულია.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021