“ევროვიზია“-ზე აკრძლულ დროშათა შესახებ ინფორმაცია მოხსნილია

ევროპულ მაუწყებელთა კავშირმა, რომელიც ყოველწლიურად ატარებს სიმღერის კონკურსს  „ევროვიზია“, გასცა განკარგულება, მოეხსნათ  ინფორმაცია ღონისძიების დროს  რამდენიმე დროშის  აკრძალვის შესახებ. „აღსანიშნავია რომ ეს ინფრომაცია გათვალისწინებული არ ყოფილა გამოქვეყნებისთვის“  იუწყება საინფორმაციო სააგენტო armtimes.com.

გავრცელებული ინფრომაციის თანახმად , საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსის  “ევროვიზია 2016“  საორგანიზაციო კომიტეტს წარდგენილი ჰქონდა წლევანდელი  კონკურსის დროშების გამოყენების წესი, რომლის მიხედვითაც აკრძალულ დროშათა რიცხვში შედიოდა მთიანი ყარაბაღის (არცახის), ბასკეთის ქვეყნის, ყირიმის, პალესტინის, კოსოვოს დროშები. საყურადებოა, რომ ამ სიაში იყო ასევე ტერორისტული დაჯგუფების „ისლამური სახელმწიფო“-ს დროშა.

აღსანიშნავია, რომ აკრძლულ დროშათა შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უხეში გამოხმაურება მოჰყვა ესპანეთისგან, პროტესტის გამოთქმით ბასკეთის ქვეყნის დროშის აკრძალვის შესახებ.  ესპანური მხარის პოზიციით, ეს მათი ავტონომიური რეგიონის დროშაა.

ევროპულ მაუწყებელთა კავშირმა მოითხოვა ბოდიშის მოხდა მათთვის, ვისი დროშებიც აღმოჩნდა ხსენებულ სიაში.

ფოტო:stentorpet.blogspot.com

Leave a Reply