სომხეთში ინფექციური საავადმყოფოს მშენებლობა საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობს

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 84-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს. ასევე სომხური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქვეყანაში ინფექციური საავადმყოფოს აშენება საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობს. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ 3-4 დღეში ქვეყანაში დამატებით 30-40 ახალი პალატა იქნება.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ სომხეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

interpressnews.ge