სომხეთში კორონავირუსის დადასტურებული პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფიცირებული სომხეთის 29 წლის მოქალაქეა, რომელიც ცოლთან ერთად 28 თებერვალს ერევანში თეირანიდან ჩაფრინდა.
ირანიდან დაბრუნებულმა ახალგაზრდა კაცმა საავადმყოფოს თვითონ მიმართა და ახლა მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კლინიკაში მისვლისას მას ტემპერატურა ჰქონდა, თუმცა ახლა აღარ აქვს.
აღსანიშნავია რომ, ინფიცირებულის მეუღლეს ვირუსი არ დაუდასტურდა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021