სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი საგამოძიებო კომიტეტში დაკითხვაზე იმყოფებოდა. მან კომიტეტის შენობა უკვე დატოვა.
ნიკოლ ფაშინიანმა საგამოძიებო კომიტეტის შეკითხვებს უპასუხა. გამოკითხვის შესახებ პოსტი და ფოტო ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუკის პირად გვერდზე გაავრცელა.
„სომხეთის ისტორიაში პირველად, ქვეყნის მოქმედი ხელმძღვანელი საგამოძიებო კომიტეტშია დაბარებული და გამომძიებლის კაბინეტში კითხვებს პასუხობს“,- დაწერა ფაშინიანმა ფეისბუკში.
მედიის კითხვაზე, რის თაობაზე დაიბარეს კომიტეტში პრემიერი, ფაშინიანმა განაცხადა, რომ ამაზე მოგვიანებით ისაუბრებს.
„პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს“, – იხუმრა ფაშინიანმა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021