ფაშინიანმა ბაქოში ხოცვის შედეგად დაღუპული სომხების ხსოვნას პატივი მიაგო

1990 წლის 13-19 იანვარს ბაქოში განხორციელებული სომხების ხოცვის შედეგად დაღუპულების პატივის მისაგებად სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, სრულიად სომეხთა კათალიკოსი გარეგინ მეორე, ეროვნული ასამბლეის სპიკერი არარატ მირზოიანი და სხვა მაღალჩინოსნები წიწერაკაბერდის მემორიალურ კომპლექსს ეწვივნენ.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ცნობით, სახელმწიფო მოხელეებმა გვირგვინით შეამკეს მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი.

ოცდაათი წლის წინ, 13-19 იანვარს, ბაქოში ათობით ათასი სომეხი იძულებით გადაასახლეს, რის შედეგადაც ათი ათასობით სომეხი დაიხოიცა.