თბილისის საკრებულოს ყოფილმა წევრმა, “საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის” დამფუძებელმა ალეკო ელისაშვილმა „ალიქ მედიასთან“ საუბარში აღნიშნა, რომ ნინოწმინდაში ჩასვლას აპირებს. ვიზიტის მიზანი კი „ფეოდალების აღმოჩენის“ ფარგლებში მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის ქონების გამოვლინებაა.
ადგილობრივი „ფარვანა ტვ“-სთან საუბარში კი ენზელ მკოიანმა ელისაშვილის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ „ალეკო ელისაშვილი იმ ადამიანთაგან ერთ-ერთია, ვისაც ყველაზე მეტად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა სურს“.
„ჩვენ არანაირი პრობლემა არა გვაქს, როცა უნდა ჩამოვიდეს და ხალხს შეხვდეს. მე ვიცი, რომ მაჟორიტარი დეპუტატების მხრიდან პროპორციულ სისტემაზე წინააღმდეგ ხმის მიცემა სწორი ნაბიჯი იყო, რადგან ჩვენს ხალხს მაჟორიტარი დეპუტატი სჭირდება. თუ ალეკო ელისაშვილს არ მოეწონა ეს, მისი საქმეა. შეუძლია ჩამოვიდეს, შეხვედრა გამართოს, თავისი სათქმელი თქვას“, – აღნიშნა მკოიანმა.
რაც შეეხება მის ქონებას, მკოიანს ამ შემთხვევაშიც არ ეშინია:
„ჩემი ოჯახი 40 წელზე მეტია ბიზნესით არის დაკავებული. ეს ყველამ იცის. ჩვენ ყოველ თვეს დიდ გადასახადებს ვიხდით. შეუძლია ჩამოვიდეს და შეამოწმოს. თუ ბოლო 5 წლის განმავლობაში შევიძინეთ ეს ქონება, პროკურატურა არსებობს, შეუძლია მიმართოს და შეამოწმონ და თუ დამნაშავეები იქნებიან – დაისაჯონ“, – განაცხადა დეპუტატმა.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც 14 ნოემბერს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატები ყურადღების ცენტრში არიან, განსაკუთრებით ის 3 დეპუტატი, რომლებმაც ხმა წინააღმდეგ მისცეს. მათ შორის იყო სწორდ ენზელ მკოიანიც.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021