დღეს დამიის საჯარო სკოლაში შემოდგომის დღესასწაული მოეწყო. საზეიმო განწყობას შემოდგომის თბილი ამინდიც უწყობდა ხელს.
როგორც “ალიქ მედიას” ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელი მზია გუნია უამბობს, ღონისძიების ფარგლებში დიდ ქვაბში მოდუღდა თათარა და ამოივლო ჩურჩხელებიც.
„მოსწავლეებმა წარმოადგინეს მუსიკალური და საცეკვაო ნომრები, წაიკითხეს ლექსები, ითამაშეს, ერთმანეთს შეეჯიბრნენ სახალისო გამოცანების გამოცნობაში. ამასთან, გამოიფინა მოსწავლეთა ნახატები და კომპოზიციები შემოდგომაზე”.
ღონისძიებაში მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ერთად მშობლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ.
დღესასწაულმა შემოდგომის მზესავით გაათბო და გაახალისა მაყურებელთა გულები.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021