ახალქალაქში სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლის სამლოცველო მეორედ დაარბიეს

ეკლესიაში რელიგიური სიწმინდეების დაზიანების შესახებ საინფორმაციო სააგენტო jnews.ge წერს. მათი ინფორმაციით, სალოცავი, სადაც მსგავსი შემთხვევა სამ აპრილსაც მოხდა, კიდევ ერთხელ დაარბიეს.

დაზიანებულია ქრისტიანული ხატები და რელიგიური საგნები.

სააგენტო აღნიშნავს, რომ რელიგიური სიწმინდეების დაზიანების ფაქტის ამსახველი ფოტოები და ვიდეო სოციალურ ქსელში ერთ–ერთმა ადგილობრივმა განათავსა. მისივე ინფორმაციით, ახალგაზრდებმა ეკლესია დაასუფთავეს და დაალაგეს.

პირველი შემთხვევის დროს, რომელიც აპრილში მოხდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ–ის 259–ე სეკუნდა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც „კულტურული მემკვიდრეობის საქართველოს კანონმდებლობით დაცული ძეგლის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს“. გამოძიების შედეგები ამ დრომდე ცნობილი არ არის.

მე–13 საუკუნეში აგებულ სალოცავს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2018 წლის 16 მაისს მიენიჭა.

sknews.ge