თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიფ ერდოღანი პარლამენტის დეპუტატებთან საუბრისას აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ სომხების 1915 წლის გენოციდის აღიარებას გამოეხმაურა.
“დიდხანს, 20 წლის განმავლობაში ლობისტები ამ გადაწყვეტილების მიღებას ელოდნენ. მივმართავ ამერიკულ და მსოფლიო საზოგადოებას: ამ გადაწყვეტილებას არანაირი ღირებულება არ აქვს, არ აქვს არანაირი ძალა და ჩვენ მას არ ვაღიარებთ“, – განაცხადა ერდოღანმა.
“იმ საკითხით, თუ რა მოხდა, უნდა დაკავდნენ ისტორიკოსები და არქეოლოგები. მას არ უნდა მივანიჭოთ პოლიტიკური ელფერი. ჩვენ გავხსენით არქივები, მილიონ დოკუმენტზე მეტი. თუ სომხებს აქვთ ასეთი დოკუმენტი, იმათაც გახსნან. იმათ გარეშე კი, რამდენიც არ უნდა ამტკიცონ, რომ დამნაშავე ვართ, უფრო დამნაშავე არ გავხდებით. ეს იყო “გადასახლება“, ხოლო მის “გენოციდად“ მონათვლა დანაშაულებრივია. ასეთი ბრალდების წამოყენება კი მთელი ჩვენი ერის შეურაცხყოფას ნიშნავს“, – დაამატა თურქეთის პრეზიდენტმა.
გარდა ამისა, ერდოღანმა აშშ გააკრიტიკა: “ვამზადებთ სერიოზულ პასუხს [კონგრესის] გადაწყვეტილებაზე და ვფიქრობ, რომ რეზოლუცია [გენოციდის შესახებ] მიმართული იყო აშშ-ის შიდა პრობლემების მოგვარებაზე. პასუხი იქნება ადეკვატური, და ვუპასუხებთ ქვეყანას, რომლის ისტორიაც სავსეა გენოციდით, მონობით, რომელზეც პასუხი არავინ აგო და სხვა ბნელი გვერდებით. ამ ქვეყანას არ აქვს უფლება, თურქეთს რამე ასწავლოს”.
გარდა ამისა, ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთმა შეიძლება მხარი დაუჭიროს საპროტესტო მოძრაობებს სხვა ქვეყნებში: “ჩვენს მოქალაქეებს აქვთ უფლება თქვენს ქვეყანაში გააპროტესტონ პოლიტიკა, რომელსაც ატარებთ. დიპლომატიურად და საზღვარგარეთ მომიტინგეების მხარდაჭერით ჩვენს მიმართ გამოვლენილ მტრობას შევებრძოლებით“, – განაცხადა ერდოღანმა.
netgazeti.ge
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021