საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სომეხ კოლეგას ზოჰრაბ მნაცაკანიანს შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მინისტრების შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოსა და სომხეთის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული თანამშრომლობის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას. მინისტრებმა ასევე ისაუბრეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე.
კმაყოფილებით აღინიშნა ორი ქვეყნის ურთიერთობებში არსებული პოზიტიური დინამიკა და ხაზი გაესვა საქართველოსა და სომხეთის მრავალსაუკუნოვან მეგობრობასა და კეთილმეზობლობას. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული ტრადიციული ურთიერთობების განმტკიცებისთვის.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021