სომხეთიდან თამბაქოს დიდი მოცულობით იმპორტიორთა რიცხვში ასევე საქართველო შედის

ბოლო წლების განმავლობაში თამბაქოს სომხურ ბაზარზე წარმოების მოცულობის ზრდის პარალელურად გაიზარდა  მისი ექსპორტიც. ეს სომხეთის მრეწველობის იმ იშვიათი მიმართულებებიდანაა, რომლის შემთხვევაშიც პროგრესი საგრძნობია.

სიგარეტის წარმოების ზრდა 2015 წელს არ შეჩერებულა. 2014 წლის მონაცემებთან შედარებით  ის 49%-ზე მეტით გაიზარდა და  95 მლნ სომხური დრამი შეადგინა.

ასევე წინა წელს, სომხეთიდან განხორციელდა 171 მლნ დოლარის ღირებულებაზე მეტი სიგარეტის (სიგარა, სიგარილლა) ექსპორტი, რაც გვიჩვენებს 47 %-იან ზრდას.

2015 წელს თამბაქო გახდა სომხეთიდან ექსპორტზე გასასვლელი მეორე ყველაზე მაღალი საბაჟო ფასის მქონე საქონელი, სპილენძის შემდეგ.  წინა წელს კი ის ადგილს უთმობდა სომხურ კონიაკსა და ბრილიანტს.

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული სტატისტიკური სამსახურის ინფორმაციის მიხედვით, 2015 წელს სომხეთმა აწარმოა დაახლოებით 18,3 მილიარდი ცალი სიგარეტი, ხოლო სომხეთის საბაჟო სამსახურის მიხედვით, ექსპორტზე გასულა 16 მილიარდი ცალი. ანუ წარმოებული სიგარეტის 87%  ექსპორიტებულა.

სომხური თამბაქოს უმსხვილესი მყიდველია ერაყი, შემდეგ კი სირია. დიდი  მოცულობით იმპორტირებულა თურქმენეთში, რუსეთში, საქართველოსა და იორდანიაში. 2014 წლის მონაცემებით მსხვილი იმპორტიორი  ქვეყნები არ შეცვლილან.

ერაყის მიმართულებით ექსპორტი ერთ წელიწადში გაიზარდა 60%-ით, ხოლო თურქმენეთის მიმართულებით თითქმის გაორმაგდა. თამბაქოს ექსპორტის საერთო  მაჩვენებელი ამ ქვეყნებში ექსპორტის ხარჯზეც გაზრდილა. ეს იმას ნიშნავს, რომ ზრდა განპირობებულია არა  გეოგრაფიული გაფართოების თვალსაზრისით, არამედ ორი მსხვილი მყიდველის მიერ იმპორტის მოცულობის ზრდით. ამ მონაცემებს აქვეყნებს სააგენტო hetq.am.

ფოტო:cp.ge

 

 

Leave a Reply