რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისათვის „რუსთავი 2“–ის ჟურნალიტის კითხვას, თუ როდის აპირებს რუსეთი 2008 წლის ომზე პასუხისმგებლობის აღებას, ერევანში მიმდინარე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სამიტზე სკანდალი მოჰყვა. წერს m2b.ge.
ერევანში მიმდიანარე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის უმაღლესი საბჭოს შეხვედრაზე ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოწვეული ქვეყნის ლიდერებთან ერთად, რომელთა შორის რფ-ის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც არის, საერთო ფოტო გადაიღო და საპრეზიდენტო სასახლისკენ გაემართნენ
„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტმა მოულოდნელად კითხვა დაუსვა ვლადიმერ პუტინს იმაზე, თუ როდის აპირებს რუსეთი კუთვნილი პასუხისმგებლობის აღებას 2008 წელს მომხდარ საქართველო-რუსეთის ომთან მიმართებაში და როდის დატოვებს რუსეთი საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიებს?
„რუსეთი ყოველთვის ასრულებს თავის ვალდებულებებს“, – უპასუხა პუტინმა.
აღნიშნულის შემდეგ, დაცვის წევრებმა ტერიტორიიდან სასწრაფოდ გაიყვანეს ქართველი ჟურნალისტი.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021