ქ. ერევნის საერთო იურისდიქციის სასამართლო საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინების საფუძველზე წარდგენილი შუამდგომლობა უარყო და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი პატიმრობაში დატოვა.
გასული წლის 26 ივლისს ქოჩარიანს ბრალი კონსტიტუციური წყობის დამხობასა და 2008 წლის 1 მარტის აქციის დარბევისთვის წაუყენეს, 28 ივლისს კი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, თუმცა 14 აგვისტოს ის სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა.
სომხეთის სააპელაციო სასამართლომ ორივე გადაწყვეტილება 25 ივნისს გააუქმა, რასაც კვლავ მოჰყვა ქოჩარიანის დაკავება.
რის შემდეგ, ქოჩარიანის ადვოკატებმა შუამდგომლობით საერთო იურისდიქციის სასამართლოს მიმართეს, რათა მომხდარიყო საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 4 სექტემბრის განჩინების საფუძველზე ქოჩარიანის პატიმრობიდან გათავისუფლება.
რობერტ ქოჩარიანი სომხეთის პრეზიდენტის პოსტს 1998-2008 წლებში იკავებდა. კონსტიტუციური წყობის დამხობის საქმეზე ქოჩარიანთან ერთად ბრალდებულების სტატუსით შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი იური ხაჩატუროვი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი სეირან ოჰანიანი და ყოფილი ვიცეპრემიერი არმენ გევორქიანი ფიგურირებენ.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021