საქართველო თურქეთს ტერიტორიებს უთმობს

ვებ-გვერდის http://www.armweeklynews.am/ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 31 მარტს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მმართველობამ საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა ჯავახეთის მოსაზღვრე არდაჰანის პოსოფის რეგიონის მართვლობასთან. ვებ-გვერდი იუწყება, რომ ეს ინფორმაცია მათ მიიღეს თურქეთიდან, კერძოდ – სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტის პოლიციის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ხაჩიკ მოსოიანმა მოილაპარაკა პოსოფის რაიონის ხელმძღვანელ უფუკ იოზენთან.
ვებ-გვერდის გადმოცემით, მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობა მიიღეს სამხედროებმა და სამართალდამცავებმა ორივე მხრიდან. მათ ჯავახეთსა და პოსოფის თურქ-მესხებს შორის ტურიზმში, სოფლის მეურნეობაში, მეცხოველეობაში, წყლის გამოყენებასა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის დამყარების საკითხები განიხილეს.
27 აპრილს, იგივე წყარო უბრუნდება ამ თემას და აქვეყნებს, რომ პოსოფში (არდაჰანის შტატი) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპასთან ურთიერთობების დეპარტამენტის საზღვრების დაზუსტების და საზღვრებთან დაკავშირებული საკითხების დეპარტამენტის უფროსმა, ივერი მელაშვილმა და პოსოფის ხელმძღვანელმა უფუკ იოზე ალიბეიოღლუმ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას თურქულ სოფელთან იურთბეკლერი საქართველოს საზღვრის ვალეს მიმდებარე ტერიტორიაზე 90მ-ით უკან გადაწევის შესახებ. ნაჩუქარი ტერიტორია დაახლოებით 15 ჰექტარს შეადგენს. გამომცემლობა იმედს გამოთქვამს, რომ ამ ხელშეკრულების შესახებ საქართველოს საზოგადოებამ არაფერი იცის.
ამავე თემას უბრუნდება „Риа Новости“ სათაურით „საქართველო თურქეთს გადასცემს 6 ჰექტარ სადაო ტერიტორიას “, მინიშნებას აძლევს გაზეთს „sabah“. Риа Новости“ იუწყება, რომ საქართველოს და თურქეთის ხელისუფლებები შეთანხმდნენ.
აღნიშნული ტერიტორია ქვეყნის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, 70-იან წლებში გადაეცა სსრკ-ს შემადგენლობაში მყოფ საქართველოს, მას მერე, პატარა მდინარემ, რომელზეც გადიოდა საზღვარი, შეიცვალა არხი.
ადგილობრივი მაცხოვრებლების თხოვნით, 2013 წელს თურქეთის ხელისუფლებამ, სადაო ტერიტორიის შესწავლის მიზნით, საქართველოდან ოფიციალური პირები მოიწვია. მოლაპარაკებების განმავლობაში მხარეებმა გადაწყვიტეს საზღვრის მდინარე დაებრუნებინათ ყოფილ არხში, თურქეთისთვის ფეხბურთის 15 სტადიონის სიდიდის ტერიტორიის მიწოდებით.

 

ფოტო: agenda.ge

Leave a Reply