„საბურთალოსა“ და „არარატ-არმენიას“ საფეხბურთო დაპირისპირებამ სომხებს „მიმინო“ გაახსენა

რუბენ ხაჩიკიანი ვალიკო მიზანდარის წინააღმდეგ – ცნობილი ფილმის, „მიმინოს“ პერსონაჟების პოსტერით დააანონსა სომხეთის საფეხბურთო კლუბის – „არარატ-არმენიას“ ფეისბუკის გვერდმა მოახლოებული ორრაუნდიანი დაპირისპირება თბილისის „საბურთალოსთან“.

საქართველოსა და სომხეთის ჩემპიონი კლუბები პირველ თამაშს 8 აგვისტოს გამართავენ, ერევანში. 16 აგვისტოს კი საპასუხო მატჩს თბილისი უმასპინძლებს.

radiotavisupleba.ge