სომხეთში თაღლითობის ბრალდება წაუყენეს მოსამართლე დავით გრიგორიანს, რომლის გადაწყვეტილებითაც მაისში თავდებით გაათავისუფლეს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი.
სომხეთის საგამოძიებო სპეცსამსახურმა 30 ივლისს უთხრა რადიო თავისუფლებას, რომ გრიგორიანისათვის წარდგენილი ბრალდება სხვა საქმეს უკავშირდება.
გასული კვირის ბოლოს სომხეთის იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაუშვა გამოძიება გრიგორიანის მიმართ და მას მოსამართლის უფლებამოსილება შეუჩერა.
მოსამართლე გრიგორიანმა 18 მაისს მიიღო სადავო გადაწყვეტილება საპატიმროდან ქოჩარიანის გაშვების შესახებ. მოგვიანებით მან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ყოფილი პრეზიდენტის მიმართ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდების კანონიერება და საქმე საკონსტიტუციო სასამართლოს გადასცა.
პროკურორებმა გაასაჩივრეს ორივე გადაწყვეტილება, რომელიც დაგმეს პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკურმა მოკავშირეებმა და მხარდამჭერებმა.
სომხეთის სააპელაციო სასამართლომ ორივე გადაწყვეტილება გააუქმა 25 ივნისს, რასაც კვლავ მოჰყვა ქოჩარიანის დაკავება.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021