სომხეთის იუსტიციის მინისტრი გადადგა

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა იუსტიციის მინისტრის არტაკ ზეინალიანის გადადგომის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე, სომხეთის იუსტიციის მინისტრმა არტაკ ზეინალიანმა ფესბუქის თავის გვერდზე დაწერა. “იუსტიციის მინისტრის თანამდედობიან მივდივარ. ამ ისტორიულ პერიოდში ჩვენი ხალხისთვის, მინისტრის უფლებამოსილების მინიჭება გადამწყვეტი ნაბიჯი იყო, მაგრამ ეს იყო ნაბიჯი, რაც ადვოკატირების პროცესში წარმოიშვა სამართლებრივი საკითხების მოგვარებაზე”.

მან საერთაშორისო პარტნიორებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მათი ერთობლივი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.