საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პირველ ივნისს წმინდა ნინოს გზას დაადგა და სხვა მომლოცველებთან ერთად ფოკადან მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა. პრეზიდენტი მსვლელობას ჯვრით ხელში გაუძღვა.
,,წმინდა ნინო ფარავდეს სრულიად საქართველოს და თითოეულ ჩვენგანს. ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე. 1700 წლის წინ შემოვიდა ნინო საქართველოში და იმის შემდეგ საქართველო გამთლიანდა და გაქრისტიანდა, და დღემდე ეს მადლი მოგვყვება. ყველას ფარავდეს მისი მადლი”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. სადღესასწაულო წირვის შემდეგ, პრეზიდენტი მსვლელობას შეუერთდა, რომლის 2000 მონაწილე წმინდა ნინოს გზას გაივლის.
წმინდა ნინოს გზაზე ლოცვით მსვლელობა 42 დღე, 12 ივლისამდე გაგრძელდება. ოცდამეათე მსვლელობა სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე მცხეთაში დასრულდება, სადაც მონაწილეებს პატრიარქი დალოცავს.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021