სამხრეთის კარიბჭის ინფორმაციით, ახალქალქის მუნიციპალიტეტში, სოფელ კორხის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე წმინდა სტეფანეს ტაძარი პირვანდელი სახით აღარ არსებობს, რადგან ადგილობრივების დაქირავებულმა მუშებმა შენობის რესტავრაციის მოტივით კედლები ძალაყინით ჩამოანგრიეს.
ამავე გამოცემის ინფორმაციით, კორხის გარდა, სოფელ ტურცხის XIX საუკუნით დათარიღებულ ეკლესიაშიც დაიწყეს უნებართვოდ რესტავრაცია. ადგილობრივებმა სამხრეთის კარიბჭეს განუცხადეს, რომ ეკლესია იშლებოდა და მოსახლეობას საფრთხეს უქმნიდა.
ორივე სოფელში უნებართვო სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ შეაჩერა. მშენებლობის ორგანიზატორებმა გაფრთხილებები მიიღეს, ერთი მათგანი კი 5 000 ლარით დაჯარიმდა, თუმცა სამუშაოები კვლავ გაგრძელდა.
როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში ნეტგაზეთს განუცხადეს, წარმომადგენელი უკვე გაგზავნეს ადგილზე და თუ დადასტურდება უკანონო სამუშაოების გაგრძელება, დაჯარიმებულ პირს, იური წარუკიანს, ამჯერად უკვე 10 000 ლარის ჯარიმის გადახდა მოუწევს, ხოლო ამის შემდეგ მის მიმართ დაიწყება სისხლისსამართლებრივი დევნა.
- სააგენტოს ინფორმაციით, სასამართლოში საქმის განხილვა ხვალ გაიმართება.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ტურცხში მდებარე XIX ს-ის საუკუნის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2012 წლის 16 ივლისს მიანიჭა, ხოლო კორხში მდებარე წმ. სტეფანეს (სურბ სტეფანოს) სახელობის ეკლესიას – 2017 წლის 30 ივნისს.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021