ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს 26 მაისს ქართულად ულოცავს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი „ტვიტერის“ პირად გვერდზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისალოცი ტექსტი ქართულ ენაზეა გამოქვეყნებული საქართველოს ეროვნული დროშის ფონზე.

„გულითადად ვულოცავ ჩვენს მეგობარ ქართველ ხალხს საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს – დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს! დარწმუნებული ვარ, რომ სომხურ-ქართული ამჟამინდელი მაღალი დონის ურთიერთობები მომავალშიც ჩვენი ხალხების ინტერესებს მოემსახურება“, – წერს ფაშინიანი.