Pinngle Mesenger-მა 12 მილიონი დოლარის ინვესტიცია მიიღო

სომეხი თანადამფუძნებლების მიერ შექმნილმა Pinngle Mesenger-მა 12 მილიონი დოლარის ინვესტიცია მიიღო. Pinngle-ს ჰყავს 3 მილიონზე მეტი მომხმარებელი და აქვს როგორ შეტყობინების გაგზავნის ფუნქცია, ასევე ვიდეო და აუდიო ზარების შესრულების შესაძლებლობა.

აპლიკაციამ შეიძლება იმუშაოს იმ ადგილებში, სადაც მსგავსი აპლიკაციები დაბლოკილია, მათ შორის შეზღუდული ინტერნეტით სარგებლობის ქვეყნებში.

Pinngle Messenger ხელმისაწვდომია App Store-სა და Google Play-ზე, ასევე Windows-ზე, Linux-სა და Mac-ზე. აპლიკაციას შეუძლია უზრუნველყოს ზარების სტაბილური ხარისხი, როდესაც ინტერნეტი ნელია, მათ შორის 2G-ზე.

2016 წელს შექმნილ აპლიკაციის აბონენტთა უმრავლესობა ახლო აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ აზიიდან არის.