ფაშინიანი: რევოლუციაზე 200 ათასი აშშ დოლარი დავხარჯეთ

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რუსულ ტელეარხ РБК-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომლის სრული ვერსიაც ჯერ არ გასულა ეთერით, განაცხადა, რომ 2018 წლის “ხავერდოვან რევოლუციაზე” 200 ათასი აშშ დოლარი დაიხარჯა.

“ჩვენი რევოლუცია იყო რომანტიზმის გამარჯვება პრაგმატიზმზე”, – ამბობს ფაშინიანი.

ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის პრემიერის პოსტი 2018 წლის 8 მაისს, ხანგრძლივი საპროტესტო აქციების შემდეგ დაიკავა.

ფაშინიანის პრემიერდ არჩევას სომხეთში წინ უძღოდა 2018 წლის გაზააფხულზე გამართული მრავალათასიანი საპროტესტო აქციები მთავრობის გადაყენების მოთხოვნით, რომელიც “ხავერდოვანი რევოლუციის” სახელით არის ცნობილი.

netgazeti.ge