უკვე მიღებულია კანონი, რომელიც მშობლებს მანქანის საბავშვო სავარძლების – „კარსიტების“ გამოყენებას აიძულებს, თუმცა ჯერ ისინი ცოტას აქვს შეძენილი.
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი მანაქნებში უსაფრთხოების ღვედების ეფეტიანობას საგანგებო საავარიო სიმულატორის საშუალებით ამოწმებდა. ამავდროულად ტოროსიანმა ექსპერიმენტის დროს სპეციალურად „ხელში დაიკავა“ სათამაშო. მას იმის შემოწმება სურდა, თუ რა შეიძლებოდა მოსვლოდა ავარიის დროს მულებზე მჯდომ ბავშვს – მინისტრს სათამაშო ხელებიდან გაუფრინდა. ის ცდილობს, ამ გზით მშობლები დაარწმუნოს, რომ კარსიტების გამოყენება აუცილებელია.
რა უჩვენა მინისტრის ექსპერიმენტმა
არსენ ტოროსიანმა ორჯერ გამოსცადა სიმულატორი, რომელმაც 30 კმ/სთ სიჩქარეზე ავარიის მოდელირება მოახდინა. ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ მინისტრმა ტოროსიანმა თქვა, რომ სათამაშო ხელში საგანგებოდ არც ისე მაგრად ეკავა. საგზაო ავარიები ხომ, როგორც წესი, მოულოდნელად ხდება:
„ბავშვის მშობლის კალთაში ჩასმა საშიშია, რადგან ავარიის დროს ალბათ წინ გაფრინდება და შესაძლოა, სერიოზული ტრავმები მიიღოს. მეტიც, წინა სავარძელზე ბავშვისთვის მეტი რისკი არსებობს, ვიდრე უკანაზე“.
მინისტრის ბრძოლა კარსიტებისთვის
არსენ ტოროსიანმა საბავშვო ავტოსავარძლების გამოყენებისთვის ბრძოლა მინისტრად დანიშვნისთანავე დაიწყო. საბოლოოდ მინისტრის მოწოდებები ბავშვებით მგზავრობის წესების შესახებ საკონონმდებლო ინიციატივის მიზეზად იქცა.
ცვლილებების თანახმად, შვიდ წელიწადზე უმცროსი ბავშვები მანქანაში ავტოსავარძელში უნდა ისხდნენ, შვიდ წელიწადზე უფროსებს კი აუცილებლად უსაფრთხოების ღვედი უნდა ჰქონდეთ შეკრული.
არგუმენტად ტოროსიანმა მოიტანა მსოფლიო პრაქტიკა, რომლის თანახმადაც, ავტოსავარძლების გამოყენება ავარიების დროს ბავშვებს შორის ტრავმების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად ამცირებს:
„როდესაც ბავშვი საბავშვო ავტოსავარძელში სწორად ზის, ეს ბავშვების ტრავმის ალბათობას წინა სავარძელზე 50%-ით ამცირებს, უკანაზე კი – 80%-ით“.
რატომ გამოიწვია კანონმა უკმაყოფილება
მანქანებში საბავშვო სავარძლების გამოყენების აუცილებლობის შესახებ კანონმა ქვეყნის მაცხოვრებლები მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად დაყო.
მომხრეები მიიჩნევენ, და სხვების დარწმუნებასაც ცდილობენ, რომ ავტოსავარძლები ბავშვებისთვის მანქანით მგზავრობას რეალურად უსაფრთხოს გახდის. საქმე ისაა, რომ ამ წლის აპრლის შემდეგ, როდესაც კანონი მოქალაქეებს მგზავრობის დროს უკვე ბავშვების კარსიტებით გადაყვანას აიძულებს, ძალიან ხშირად დაინახავთ ღვედის გარეშე, მშობლის მუხლებზე მჯდომ ბავშვებს. დარღვევისთვის გათვალისწინებულია 5 დრამის (10 დოლარზე ოდნავ მეტი) ოდენობის ჯარიმა.
„არ შეიძლება მშობლებს საკუთარი შვილების სიცოცოხლის გარისკვის უფლება მივცეთ. გზაზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს“.
ასეთ ჩანაწერებს სოციალურ ქსელ Facebook-ზე ხშირად ნახავთ.
მანქანებში საბავშვო სავარძლების გამოყენების აუცილებლობამ გარკვეული სირთულეები შექმნა, განსაკუთრებით – მზუნველობას მოკლებული და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის.
სომხეთში კარსიტები, მინიმალურ ხელფასთან შედარებით, ძვირი ღირს, და თავს ავტოსავარძლების ყიდვის უფლებას ბევრი ვერ აძლევს – მით უმეტეს, არაერთის, თუკი ოჯახში რამდენიმე ბავშვია. ყველაზე იაფი სავარძელი 20 ათასი დრამი (დაახლოებით 40 დოლარი) ღირს, მინიმალური ხელფასი კი 55 ათასი დრამია (113 დოლარი).
„რა უნდა გააკეთონ მათ, ვისაც 4 ბავშვი ჰყავს?“ – წერენ სოციალური ქსელების მომხმარებლები, რომლებიც ბავშვების მგზავრობის ახალ წესებს განიხილავენ.
jam-news.net
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021