სომხეთში „მოქალაქის დღეს“ აღნიშნავენ (ფოტო)

სომხეთში პირველად აღნიშნავენ „მოქალაქის დღეს“ – დღესასწაულს, რომელიც ეძღვნება 2018 წლის მასობრივი მშვიდობიანი საპროტესტო აქციების შედეგად პოლიტიკური რეალობის შეცვლას.

ფაშინიანი ერევნის ერთ-ერთ მოედანზე შეუერთდა მხარდამჭერებს, მათთან ერთად შეექცა მწვადებს, ხოლო ფეისბუკში დაწერა, რომ „მოქალაქის დღე“ არის გამარჯვება ყველა სომეხისათვის.