თბილისში გაიმართება სომეხთა გენოციდის 101-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ტრადიციული მსვლელობა ჩირაღდნებით

ტრადიციის თანახმად, 23 აპრილს ერევანში იმართება  მსვლელობა ჩირაღდნებით სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის, წიწერნაკაბერდის მიმართულებით. ღონისძიების მიზანია პროტესტის  გაჟღერება გენოციდის ფაქტის უარყოფის წინააღმდეგ. ბრძოლა გაგრძელდება, სანამ გენოციდი არ იქნება აღიარებული და კონპენსირებული.

სომეხთა დიდი გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული მსვლელობა თბილისში, საქართველოს სომეხთა სათვისტომოს ორგანიზებით, 2007 წლიდან ტარდება.

საქართველოს სომეხთა სათვისტომო იტყობინება, რომ  ასევე ტრადიციულად  წელს,  23 აპრილს 20:00–ზე თბილისში გაიმართება სომეხთა გენოციდის 101-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ტრადიციული მსვლელობა ჩირაღდნებით.

ფოტო:1in.am

Leave a Reply