ფაშინიანის საწინააღმდეგო სტენსილების გამო აქტივისტები დააკავეს

ცხრა აქტივისტი, რომლებმაც დღეს, 15 აპრილს, დილით ერევნის ქუჩებში ფაშინიანის საწინააღმდეგ სტენსილები, ტექსტით #SutNikol [ყალბი ნიკოლი] დახატეს, ერევნის პოლიციამ ადმინისტრაციული კოდექსის 172.2 მუხლით, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით დააკავა. დაკავებულები უკვე გაათავისუფლეს. ჯერჯერობით უცნობია, რა პირობით გაათავისუფლეს ისინი.

აქტივისტების განცხადებით, აქცია “სომხეთის ახალი ხელისუფლების სიყალბის წინააღმდეგ იყო მიმართული”.

https://www.facebook.com/watch/?v=2001487469959754

https://www.facebook.com/watch/?v=2306833019604049