რუსთაველის გამზირზე, სადაც 30 წლის წინ საბჭოთა ჯარს 21 ქართველი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა, პოლიტიკოსები და მოქალაქეები იკრიბებიან.
9 აპრილის მემორიალთან მივიდა ასევე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და საქართველოს პატრიარქი ილია მეორე.
სასულიერო პირებმა 9 აპრილს დაღუპულთა მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
დღეს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. ამ დღეს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021