ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად საინიციატივო ჯგუფმა ოფიციალურად წარადგინა.
იგი თბილისის მთაწმინდის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის იბრძოლებს. როგორც კანდიდატმა განაცხადა, გამარჯვების შემთხვევაში სხვა პოლიტიკურ ძალებთან ითანამშრომლებს მხოლოდ იმ საკითხებზე, რომლებიც მთაწმინდის ოლქის მცხოვრებთა ინტერესებშია.
“მთაწმინდა არის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ოლქი, იმავე დროს მთაწმინდას არ გააჩნია სპორტული დარბაზები, სკვერები. მნიშვნელოვანია სწორი, ჯანსაღი განვითარებისთვის, პირველ რიგში ბავშვების განვითარებისთვის, რომ მთაწმინდას ჰქონდეს ადეკვატური რაოდენობის მწვანე სივრცე. ჩვენ ამ პრობლემებს აუცილებლად მივხედავთ.
მთაწმინდაზეა მელიქიშვილის გამზირი, რომელიც არის ყველაზე დაბინძურებული ქუჩა ოლქში. ჩვენ აუცილებლად მივემხრობით და ვიმუშავებთ კანონის გამკაცრებას იმისათვის, რომ ქართველი ხალხი, საქართველოს მოქალაქე არ იხრჩობოდეს,“- განაცხადა გრიგოლ გოგელიამ ბრიფინგზე.
მისი განმარტებით გამარჯვების შემთხვევაში ეკოლოგიის დაცვასთან ერთად მისი საქმიანობის პრიორიტეტებს შორის იქნება ავარიული სახლების რეაბილიტაცია, კულტურული მემკვიდრეობის კანონის შეცვლა, ოლქის განვითარება, მათ შორის ოლქის ეკონომიკური განვითარება და სხვა.
მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენისას გრიგოლ კეკელიამ განაცხადა, რომ იწყებს ბრძოლას პროგრესისთვის და ახალი სახალხო პოლიტიკისთვის.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021