ზურაბიშვილი: რეგიონებში ხალხის დაბრუნებისთვის თეატრი მნიშვნელოვანია

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერმინისტრთან და აჭარის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის რეაბილიტირებული შენობა საზეიმოდ გახსნა. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პრეზიდენტმა ბათუმში თეატრის აღდგენას მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდა და აღნიშნა, რომ ეს არის ის, რაც უნდა მოხდეს ყველა რეგიონში.

,,თეატრის დაბრუნება რეგიონებში მნიშვნელოვანია ადგილობრივი საზოგადოებისა და რეგიონებში ხალხის დაბრუნებისათვის, რადგან კულტურის გარეშე, რეგიონის განვითარება ვერ მოხდება. მეტი კულტურა რეგიონში თეატრით იწყება და არ დაგვავიწყდეს, რომ თეატრი იყო და არის, ყველგან და ყოველთვის, ჩვენი ეროვნული აღორძინების საწინდარი. როცა თაეტრი ცოცხალია, საქართველო ცოცხალია”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტი თეატრში პრემიერას დაესწრო, რომელზეც წარმოდგენილი იყო სპექტაკლი დავით კლდიაშვილის პიესის მიხედვით „KLDIASHVILI.GE #რწმენითადაიმედით“.

გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენებული თეატრის შენობას სარეაბილიტაციო სამუშაოები ფონდმა ,,ქართუ”  ჩაუტარა.

imedinews.ge