თბილისის მერიაში შამხორეცოც ეკლესიის გვერდით სასტუმროს აშენების შესახებ განცხადებაა შეტანილი. განცხადება 2018 წლის 12 დეკემბრით არის დათარიღებული, მაგრამ, ტერიტორიის სადავოობის გამო დღემდე განხილული არ არის.
ეკლესიის მიმდებარე 970 კვადრატული მეტრი ფართობი, რომელიც ახლა ავტოსადგომად გამოიყენება, ეკუთვნის შპს “ნეტილიანს”, რომელიც თავის მხრივ ეკუთვნის შპს “ორბელს” და ეს უკანასკნელი კი შპს „გაგარინის ქუჩის ღვინის სახლს“ ეკუთვნის, რომლის მფლობელი და დირექტორი ავთანდილ ბახსოლიანია.
აღსანიშნავია, რომ ეკლესიის ერთადერთ კედელთან უკვე სასტუმრო აშენდა. ექსპერტების აზრით, ამ მშენებლობის ნებართვის გაცემა დარღვევებით იქნა მიღებული.
თბილისის „შამხორეცოც“ ან „კარმირ ავეტარან, სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესია (წითელი ხარება, წმინდა ღვთისმშობლის ეკლესია), ექვსი ე.წ სადაო ეკლესიიდან ერთ-ერთია. ოდესღაც სომეხი მოსახლეობით დასახლებული ავლაბრის, თავისი დროისთვის ყველაზე მაღალი ეკლესია – უფრო სწორად უკვე მისი ნანგრევები – ეკუთვნის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021