არმენ სარგსიანმა სალომე ზურაბიშვილს დაბადების დღე მიულოცა

დღეს, 18 მარტს სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დაბადების დღისადმი მისალოცი წერილი გაუგზავნა.

“თქვენი ოფიციალური ვიზიტი სომხეთში და ჩვენი შეხვედრები ვიზიტის ფარგლებში ძალიან ეფექტური იყო, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სომეხ და ქართველ ხალხებს შორის ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთობებს და მოგვცა ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვის შესაძლებლობა,” – აღნიშნა პრეზიდენტმა სარგსიანმა. მან გამოთქვა რწმენა, რომ მომავალში სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და ნდობის საფუძველზე ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება მოხდება.

არმენ სარგსიანმა სალომე ზურაბიშვილს ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და წარმატებები უსურვა.