21 მარტს, ადამიანის უფლებათა ცენტრი, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში ფილმს – „სამართალდამრღვევი სამართალდამცავები“ წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ „ადამიანის უფლებათა ცენტრიდან“ აცნობეს, მათივე ინფორმაციით, ფილმი – „სამართალდამრღვევი სამართალდამცავები“ პოლიციელთა უფლებამოსილების გადამეტებისა და ძალადობის ფაქტებს ასახავს.
ფილმი არასამთავრობო ორგანიზაციების: ადამიანის უფლებათა ცენტრის, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის მიერ მოწოდებულ ფაქტებს და შეფასებებს ეყრდნობა და მასში დაზარალებულთა ისტორიებია ასახული, რომლებიც პოლიციელთა მიერ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლები გახდნენ.
ფილმი აშშ-ის ფონდის – NED-ის მხარდაჭერით არის გადაღებული.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021