მარნეულის ყოფილი მერი 32 000 ლარის განაცდურ ხელფასს ითხოვს

მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი განაცდური ხელფასის აღებას ითხოვს, რომელიც 32 000 ლარია. შესაბამისი ცნობით აბაზოვმა მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართა. ინფორმაციას “მარნეულის რადიო” ავრცელებს.

გასული წლის 13 ივნისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია, როგორ დააკავეს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, მარნეულის მკვიდრი, ელჩინ ალახვერდიევი, ძალით მოაშარდინეს და შარდი სახეზე წაასმევინეს. მარნეულის მერს ინციდენტში მონაწილეობა ბრალდებოდა. თემურ აბაზოვი ამ ინციდენტის საქმეზე 13 ივნისს დააკავეს.

2018 წლის 13 დეკემბერს თემურ აბაზოვი მოსამართლემ 10000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 12 თებერვალს მარნეულის საკრებულომ, აბაზოვის განცხადების საფუძველზე, მას მერის მოვალეობა შეუწყვიტა