ზურაბიშვილი: მნიშვნელოვანია, ყარაბაღის კონფლიქტი საქართველოში არ იყოს გადმოტანილი

“საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში არსებული კონფლიქტები არანაირად არ იყოს გადმოტანილი და შემოტანილი საქართველოს ტერიტორიაზე და სომხური და აზერბაიჯანული წარმოშობის ადამიანები მშვიდობიანად ცხოვრობდნენ ჩვენს ქვეყანაში”, –  განაცხადა ერევანში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სომეხ კოლეგასთან, არმენ სარგსიანთან შეხვედრის დროს.

მისი თქმით, საქართველოსა და სომხეთში, ისევე როგორც მთლიან რეგიონში, არსებული გამოწვევების გასამკლავებლდ უალტერნატივო გზაა მშვიდობიანი გზა.

გარდა ამისა, ზურაბიშვილმა სომხეთისა და საქართველოს ერთობლივი პროექტებისა  და საზღვრის დელიმიტაციის შესახებაც ისაუბრა: “მეგობრებს შორის დელიმიტაციის პროცესი ამდენ ხანს არ უნდა გრძელდებოდეს”.

სომხეთში ვიზიტამდე ზურაბიშვილი აზერბაიჯანში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის დროს საქართველოს და აზერბაიჯანის ოკუპაციაზე ისაუბრა. 

netgazeti.ge