სომხეთში სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტი 13 მარტს შედგება

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტი სომხეთში 13 მარტს შედგება.

ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ზურაბიშვილი ერევანს პრეზიდენტ არმენ სარგსიანის მოწვევით ესტუმრება.