სომხეთი მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ რეიტინგში 180 ქვეყანას შორის 74-ე ადგილს იკავებს. სომხეთმა საერთაშორისო ორგანიზაციის „ჟურნალისტები საზღვრების გარეშე“ მედიის თავისუფლების ინდექსში წინა წელთან შედარებით 4 პოზიციით წინ გადმოიწია. ამის შესახებ გახდა ცნობილი ორგანიზაციის ყოველწლიურ ანგარიშში – წერს საინფორმაციო tert.am.
საყურადღებოა ის ფაქტი, რომ სომხეთი და საქართველო ისეთ ქვეყნებზე წინ არიან, როგორებიცაა ისრაელი (101-ე), იტალია (77-ე), საბერძნეთი (89-ე) და კვიპროსი (81-ე).
როგორც ანგარიშში წერია, სომხეთში ბეჭდვითი საინფორმაციო საშუალებები უფრო მრავალფეროვანი და პოლარიზებულია, საგამოძიებო ჟურნალისტიკა ყვავის სოციალურ ქსელებში, მაგრამ სამაუწყებლო საინფორმაციო საშუალებებში მრავალფეროვნება ჩამორჩება.
აზერბაიჯანი იკავებს 163-ე ადგილს წინა წლის 162-ე ადგილის მაგივრად. საქართველომ გაიუმჯობესა პოზიცია 5 პუნქტით და წინა წლის 69-ე ადგილის მაგივრად ახლა 64 ადგილზეა.
თურქეთი 151-ე ადგილზეა, რუსეთი 148-ე და ირანი 169-ზე.
ყველაზე თავისუფალ სახელმწიფოთა ხუთეულს შეადგენს ფინეთი, ნიდერლანდები, ნორვეგია, დანია და ახალი ზელანდია. ფინეთი 2010 წლიდან რჩება ლიდერი. რეიტინგულ ცხრილში,ისევე როგორც წინა წლების განმავლობაში, ბოლო ადგილებს იკავებენ თურქმენეთი,ჩრდილოეთ კორეის დემოკრატიული რესპუბლიკა და ერითრეა.
ფოტო:youthconnect.in