სავაჭრო ბრუნვამ სომხეთსა და ირანს შორის 364 მილიონ დოლარი შეადგინა

სავაჭრო ბრუნვამ სომხეთს და ირანს შორის 2018 წელს 364 მილიონი დოლარი შეადგინა. ამის შესახებ იტყობინება IRNA.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს მაჩვენებელი 1991 წლის შემდეგ, შეიძლება ჩაითვალოს განსაკუთრებულად მონაცემათა შორის.

სომხეთში ირანის სავაჭრო ატაშეს მოჰსენ რაჰმინის ცნობაზე დაყრდნობით, სააგენტო იტყობინება, რომ გასულ წელს ირანიდან სომხეთში შემოსულ საქონლის მოცულობა ასევე რეკორდული იყო – 269 მილიონი დოლარი.

აღსანიშნავია, რომ სავაჭრო ბრუნვამ სომხეთს და ირანს შორის 2017 წელს 263,5 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 10,3 პროცენტით მეტია 2016 წელთან შედარებით.