სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, 25 თებერვალს, 18:14 საათზე,საქართველოს საზღვართან მდებარე სომხურ სოფელ პრივოლნოედან ხანძრის შესახებ შეტყობინება შევიდა.
საგანგებო სიტუაციების სამინისტროს რეგიონალური სამაშველო დეპარტამენტის საოპერაციო გუნდი ხანძარის ადგილზე მივიდა, სადაც გაირკვა, რომ იწვის დაახლოებით 200 ჰექტარი მიწის ფართობი, საიდანაც დაახლოებით 35 ჰექტარი ტყეა.
ამჟამად ხანძრის ადგილას 35 მეხანძრე და მაშველი, სოფლის 25 მაცხოვრებელი და “ჰაიანტარის” ტაშირის სატყეო მეურნეობის 10 თანამშრომელია მობილიზებული.
ინციდენტის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ოპერატიული გადაადგილების ხელმძღვანელსაც აცნობეს.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021