სომხური მედიის ცნობით, სომხეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა, დავით ტონიანმა და ლევან იზორიამ ერევანში 2019 წლის თანამშრომლობის პროგრამას ხელი მოაწერეს.
როგორც დღევანდელ ბრიფინგზე სომხეთის თავდაცვის მინისტრმა, დავით ტონიანმა განაცხადა, შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს თავდაცვის სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობი საკითხები.
სომხური მედიის ცნობითვე, მხარეებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის პროგრამის დოკუმენტს, რომელიც 2010 წლიდან ფორმდება ხოლმე და ითვალისწინებს სხვადასხვა ღონისძიებას სამხედრო განათლების, სამხედრო ჯანდაცვის, მომზადების, ადამიანის უფლებებისა და კორუფციასთან ბრძოლის საკითხებთან დაკავშირებით.
“მინდა აღვნიშნო, რომ თანამშრომლობის ახალი მიმართულება გვაქვს, დისციპლინის განვითარება, რის ფარგლებშიც ქართული მხარე მზადაა საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს სომეხ კოლეგებს”, – ციტირებს იზორიას სომხური მედია.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021